არჩილ ჯაფარიძე და გოჩა ენუქიძე ცაგერის მუნიციპალიტეტში „გვესოს ფერმის“ საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნენ

არჩილ ჯაფარიძე და გოჩა ენუქიძე ცაგერის მუნიციპალიტეტში „გვესოს ფერმის“ საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნენ

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ გვესოში, თხის პროდუქტების მწარმოებელი „გვესოს ფერმა“ ფუნქციონირებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ფერმას ფუნქციონირება არ შეუჩერებია და პროდუქტის რეალიზებას თბილისის რამოდენიმე მაღაზიასა და რესტორანში ახორციელებს.

მათივე ცნობით, საწარმოო პროცესს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე ადგილზე გაეცნენ, გაფართოვების საშუალებებზე იმსჯელეს და კოოპერატივის წევრებს მხარდაჭერა აღუთქვეს.

„ფერმა 2017 წელს შეიქმნა. ამჟამად კოოპერატივში 5 ფერმერია გაწევრიანებული, მათ შორის 3 ქალია. 2020 წლიდან ფერმა კოოპერატივების ფონდის წევრია. როგორც კოოპერატივის წევრები აცხადებენ, მაღალმთიანი რეგიონის მკაცრი კლიმატი კოოპერატივისთვის ერთ-ერთი გამოწვევაა, რასაც წარმატებით უმკლავდებიან“,-ნათქვამია ინფორმაციაში.