დედოფლისწყაროში მდებარე საკვები პროდუქტების საწარმოში კახეთის სახელმწიფო რწმუნებული და მაჟორიტარი დეპუტატი იმყოფებოდნენ

დედოფლისწყაროში მდებარე საკვები პროდუქტების საწარმოში კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი იმყოფებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ქალაქ დედოფლისწყაროში უკვე სამი წელია რაც საწარმო „ნაციონალური დელიკატესები“ წარმატებით ფუნქციონირებს. საწარმო 10 დასახელების კვების პროდუქტს უშვებს, რომელიც სპეციალურად, გერმენტულად დაცულ პაკეტებში ქსელურ მარკეტებში გვხვდება. საწარმო „ნაციონალური დელიკატესები“ კვების პროდუქტებით საქართველოს თავდაცვის ძალებსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსაც ამარაგებს.

მათივე ცნობით, აქ იწარმოება ისეთი კვების პროდუქტები როგორიცაა: ღორის მწვადი, ლობიო, ლობიო ლორით და სხვ. როგორც საწარმოში განმარტავენ საკვები პროდუქტები ნატურალური ინგრედიენტებისგან მზადდება, ყოველგვარი დანამატების გარეშე. საწარმოში მუდმივად დასაქმებულია 35 ადამიანი. გაზრდილი შეკვეთების დროს კი დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება და ასეთ დროს საწარმო 50 ადამიანს ასაქმებს.

„დედოფლისწყაროში მდებარე საკვები პროდუქტების საწარმო კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა დაათვალიერეს. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საწარმოს პერსონალი ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშაობს. სამუშაო სივრცეში, თითოელი მათგანი აღჭურვილია შესაბამისი ეკიპირებით: ხელთათმანები, პირბადეები, ფარები. დასაქმებულების განცხადებით, მუშაობის პროცესში იცავენ დისტანციას, მუდმივად ხდება სამუშაო ინვენტარის დეზინფექცია, სამუშო დღის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 8 საათით და მათთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს. სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ასეთი ტიპის საწარმო წარმატებით ოპერირებს არამარტო ქართულ ბაზარზე, არამედ ექსპორტზე გასვლის საკმაოდ კარგი პოტენციალი გააჩნია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს