აკაკი ბობოხიძე სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმაზე - დღეს ხელისუფლება მოსახლეობის ერთი ნაწილიდან იღებს ფულს და მოსახლეობის სხვა ნაწილს ეხმარება

„ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის შეფასებით, სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები ერთჯერადი და არაეფექტურია. მისივე განცხადებით, უმჯობესი იყო ხელისუფლებას გადასახადები შეემცირებინა, რაც ფასების კლებას გამოიწვევდა არა მხოლოდ ფერმერებისთვის, არამედ ნებისმიერი ფენის წარმომადგენლებისთვის.

„დღეს ხელისუფლება აკეთებს ერთ რამეს, მოსახლეობის ერთი ნაწილიდან იღებს ფულს და მოსახლეობის რომელიღაც სხვა ნაწილს ეხმარება. თუ დავწევდით ვთქვათ აქციზის გადასახადს საწვავზე, არა მარტო ფერმერებისთვის გაიაფდებოდა საწვავზე ფასი, არამედ ყველა მოქალაქისთვის, რაც ეკონომიკას, რა თქმა უნდა, წამახალისებელ ეფექტს მისცემდა. ის ღონისძიებები, რითაც ხელისუფლება აპირებს, რომ, თავისი ჭკუით, დაეხმაროს ამა თუ იმ სფეროს, სინამდვილეში, ტოვებს კორუფციის ძალიან დიდ შესაძლებლობებსა და მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რჩება ამისი ძალიან მაღალი რისკი,“- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მისივე თქმით, ისეთი ტიპის ღონისძიებები, რომლებიც სხვადასხვა სფეროს დახმარებას ცალ-ცალკე ითვალისწინებს, რესურსების ფუჭი ხარჯვა და წყალში გადაყრა იქნება.

„მე არ ვამბობ, რომ ხელისუფლების ამა თუ იმ მოქმედებას რაიმე ტიპის ეფექტი არ ექნება, ოღონდ უფრო ეფექტური იქნებოდა სხვა ტიპის გადაწყვეტილებები, რომლითაც ისარგებლებდა ყველა და მათ შორის, სხვადასხვა ეკონომიკური სფეროც. მიმაჩნია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას სურს, დახმარების პროცესიც მან აკონტროლოს. როდესაც გადასახადებს დაბლა ვწევთ, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ვღებულობთ შესაბამის შედეგს,“- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა