ენტონი ფაუჩი - ქვეყანაში შეზღუდვების დროზე ადრე გაუქმებას შესაძლოა, დამღუპველი შედეგები მოჰყვეს

ქვეყანაში შეზღუდვების დროზე ადრე გაუქმებას შესაძლოა, დამღუპველი შედეგები მოჰყვეს , - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ქვეყანა კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს გააუქმებს და აშშ-ის მოქალაქეებს შორის დისტანცია დაცული აღარ იქნება, კორონავირუსის გავრცელება ქვეყანაში შესაძლოა უკონტროლოც კი გახდეს.

„თუ ქვეყნის რომელიმე ქალაქი ან შტატი გახსნას შეუდგება ისე, რომ ეფექტური რეაგირების შესაძლებლობა არ ექნება, მაშინ შემთხვევების ზრდას ვიხილავთ, რაც შესაძლოა აფეთქებაში გადაიზარდოს“, - განაცხადა ფაუჩიმ.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1 390 600 შემთხვევა დაფიქსირდა, 82 108 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა