თავდაცვის სამინისტრო 80 კომპლექტი ჩოხა-ახალუხის ელექტრონული ტენდერით შეძენასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 80 კომპლექტი ჩოხა-ახალუხის ელექტრონული ტენდერით შეძენასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩოხა-ახალუხი განკუთვნილია თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულისთვის.

“ელექტრონული ტენდერით განსაზღვრული შესასყიდი 80 (ოთხმოცი) კომპლექტი ჩოხა-ახალუხი განკუთვნილია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულისთვის. მოგახსენებთ, რომ ჩოხა-ახალუხი, რომელიც ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულს აცვია, 7 წელზე მეტია არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარების ვადა 5 წელია. შესაბამისად, ზოგიერთი მედია საშუალების მიერ ამ თემით სპეკულირება არის საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

მოგეხსენებათ, რომ თავდაცვის უწყებაში არსებობს დანაყოფები, რომელთაც ესაჭიროებათ სპეციალური ფორმა, საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად. ერთ-ერთ ასეთ დანაყოფს წარმოადგენს ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული, რომლის ფუნქციებშიც შედის, უმაღლესი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების დახვედრა-გაცილებისას და სხვადასხვა სახის დღესასწაულზე, საზეიმო და სამხედრო ცერემონიალების ჩატარება, საზოგადო მოღვაწეების და მაღალი რანგის სახელმწიფო მოსამსახურეების დაკრძალვის ცერემონიალით უზრუნველყოფა და ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალზე საპატიო განწესის შესრულება და გვირგვინით შემკობის ცერემონიალის უზრუნველყოფა.

რაც შეეხება ტენდერის ვადებს, აღნიშნული შესყიდვა დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ გასულ წელს. 2019 წლის 28 ოქტომბერს გამოცხადდა ტენდერი, თუმცა მონაწილე პრეტენდენტებმა ვერ შეძლეს სატენდერო მოთხოვნების დაკმაყოფილება. საპატიო ყარაულის საჭიროებიდან გამომდინარე, საქონლის შესყიდვის პროცედურები გაგრძელდა 2020 წელს, რაზედაც გამოცხადდა აღნიშნული განმეორებითი ტენდერი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
"მემარცხენე ალიანსის" ლიდერი კახა ძაგანია - "ვხსნით ჩვენს პარტიას რეგისტრაციიდან და ვუერთდებით "პატრიოტთა ალიანსს"
ირმა ინაშვილი - ჩვენთან მიმართებაში გამოცხადებულია საინფორმაციო ბლოკადა
წინანდლის მამული რიგით მეორე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს
წინანდლის მუზეუმს შარლ დე გოლის წერილები გადაეცა