ზურაბ ჭიაბერაშვილი - მთავრობა კრიზისის მესამე თვესაც  ვერ ახერხებს, რომ  ხარისხიანი ტესტების საკმარისი მარაგი შექმნას

„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სრულიად წარმოუდგენელია, რომ კრიზისის მესამე თვესაც საქართველოს მთავრობა ვერ ახერხებს, შექმნას ხარისხიანი ტესტების საკმარისი მარაგი, რაც მოგვცემს უფრო მკაფიო ეპიდემიოლოგიურ სურათს ქვეყანაში.

„უკვე სრულიად წარმოუდგენელია, რომ კრიზისის მესამე თვესაც საქართველოს მთავრობა ვერ ახერხებს, შექმნას ქვეყანაში ხარისხიანი ტესტების საკმარისი მარაგი, რაც საშუალებას მოგვცემდა, რომ ფართო დიაგნოსტიკით მოვიცვათ უკლებლივ ყველა რისკჯგუფი და ამავდროულად, უფრო ზუსტი და მკაფიო ეპიდემიოლოგიური სურათი გვქონდეს ქვეყანაში. აღმაშფოთებელია უკვე ისიც, რომ ირკვევა, რომ ასეთი კრიზისის ფონზე, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კლანები ისევ ცდილობენ, ხალხის ინტერესის ხარჯზე მოითბონ ხელი და ეს კიდევ უფრო დიდ აღშფოთებას იწვევს ჩვენს საზოგადოებაში, რომელიც მთავრობისგან ამ დროს ელის ეფექტიანობას და იმას, რომ მთავრობა ხალხის ინტერესების საკეთილდღეოდ იმოქმედებს,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:ზურაბ ჭიაბერაშვილი - მთავრობა კრიზისის მესამე თვესაც ვერ ახერხებს, რომ ხარისხიანი ტესტების საკმარისი მარაგი შექმნას

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა