გურამ ჩალაგაშვილი - ტყუილად ხელს ნუ გამოიშვერენ ჩვენსკენ, ყველაფერი რაც მოხდება ქვეყნისთვის საზიანო, იქნება ხელისუფლების ბრალი

ტყუილად ხელს ნუ გამოიშვერენ ჩვენსკენ, ყველაფერი რაც მოხდება ქვეყნისთვის საზიანო, იქნება ხელისუფლების ბრალი, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა გურამ ჩალაგაშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც ჩალაგაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლებას კატეგორიულად არ უნდა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება.

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდის დასავლელი პარტნიორების მოთმინებას.

„ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ივანიშვილი რომ დაგვპირდა პროპორციულ არჩევნებს და ამის შემდეგ აუმბოხდნენ მისი პარტიის წევრები. ამის არავის სჯერა და ტყუილად ნუ ეცდება ხელისუფლება, რომ ოპოზიციას „შეტენონ“ ის, რომ ვერ იქნება მიღებული ცვლილებები. იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო ოპოზიციამ კენჭისყრის დღეს შეიცვალა პოზიცია და თქვა, რომ ვაძლევთ ხმას ცვლილებებსო, გჯერათ რომელიმეს, რომ იმ წუთშივე ივანიშვილის გუნდში ახალი ამბოხებულები არ აღმოჩნდებიან? მათ კატეგორიულად არ უნდათ, რომ მიიღონ ეს ცვლილებები. ისინი ცდიან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, როდემდე ეყოფათ მოთმინება, როგორი იქნება მათი მომდევნო განცხადებები. ტყუილად ხელს ნუ გამოიშვერენ ჩვენსკენ, ყველაფერი რაც მოხდება ქვეყნისთვის საზიანო, იქნება ხელისუფლების ბრალი. ხელისუფლებამ ბოლომდე მიაღწია იმას, რომ არამხოლოდ ამერიკა, უკვე ევროპარლამენტარები და ძალიან ბევრი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი პირდაპირ იყენებს ტერმინს „პოლიტიკური პატიმარი“. თუ ხელისუფლება არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, მთელი მსოფლიო იქნება ჩვენი ქვეყნის ლანძღვის პირობებში, რაც ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა