ბორჯომის აგრარულ ბაზარში არსებულ ვითარებას მერის მოვალეობის შემსრულებელი გაეცნო

ბორჯომში აგრარულმა ბაზარმა მუშაობა რამდენიმე დღეა განაახლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ობიექტის გახსნის გადაწყვეტილება სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული.

მათივე ცნობით, ბაზარში არსებულ ვითარებას მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი ადგილზე გაეცნო. მისი განმარტებით, ბაზარში სავაჭრო პროცესი დადგენილი წესებისა და რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.

„ბაზრის შესასვლელშივე მობილიზებული პერსონალი, ყველა მომხმარებლის თერმოსკრინინგს ახორციელებს. მოქალაქეებისათვის აუცილებელი ვალდებულება პირბადის ტარება და შემოსვლისთანავე ხელების სპეციალური ხსნარით დამუშავებაა. შენობაში გაიმიჯნა შესასვლელი და გასასვლელი ადგილები, დახლები განთავსდა შესაბამისი დისტანციის დაცვით, ავტომანქანებისთვის გამოიყო პარკირების ადგილი. ტერიტორიაზე ინტენსიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ როგორც ბაზარში ასევე ქალაქში არსებულ მაღაზიებში რეკომენდაციების დაცვის მონიტორინგს სხვადასხვა უწყებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი ახორციელებს. მათ შორის არის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახური. სპეციალისტების მიერ ობიეტების შემოწმება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა