ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა გრძელდება

ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და მოადგილე იუზა უგულავა რუსთაველის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.

აღნიშნულ ადგილზე უკვე დასრულებულია ძირითადი სამუშაოები, ამ დროისათვის მიმდინარეობს დეკორატიული ფილების დაგება.

პროექტი ძელსკამების განთავსებას, გამწვანებას და საბავშვო ატრაქციონების მოწყობას ითვალისწინებს . ასევე, მოეწყობა ქუჩის კალათბურთის მოედანი.

„წელს ქუთაისს რამდენიმე ახალი სკვერი შეემატება, მათ შორის რუსთაველის გამზირზეც. სკვერი თანამდროვე ინფრასტრუქტურით მოეწყობა, მალე დასრულდება და ამ უბნის მაცხოვრებელთათვის მნიშვნელოვანი სარეკრეაციო ზონა იქნება,“ - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

პროექტის საერთო ღირებულება 250 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „ნიუ სთაილი“ ახორციელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს