გორის მერი სოფელ ვარიანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტს გაეცნო

გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, სოფელ ვარიანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებული პროექტი დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, გზის ერთკილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც იაკობ გოგებაშვილის მუზეუმიდან სოფელ არაშენდისკენ მიემართება, არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მოასფალტდა საავტომობილო გზა, ასევე, ეზოებში შესასვლელები და გზის მიერთებები. ვარიანი - არაშენდის გზის რეაბილიტაციას 670 440 ლარი მოხმარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა