ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშოები გრძელდება

დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, პირველ მოადგილესთან გიგა ფარულავასთან ერთად, ურთას ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშოები დაათვალიერა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ურთას ადმინისტრაციულ ერთეულში გზასთან ერთად, სანიაღვრე არხი მოეწყობა, რისთვისაც 845 000 ათას ლარი დაიხარჯება.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 10 მილიონი ლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა. პროექტი საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

























