ინდოეთის ხელისუფლება კორონავირუსის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ზარალის დასაძლევად 264 მილიარდ დოლარს გამოყოფს

ინდოეთის ხელისუფლება კორონავირუსის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ზარალის დასაძლევად 20 ტრილიონ ინდურ რუპიას გამოყოფს, რაც 264 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდა მოდის თქმით, აღნიშნული თანხა უმეტესად უკიდურესად გაჭირვებულ მოსახლეობას, ასევე მცირე ბიზნესებისა და ფერმერებისთვის სუბსიდიების გამოყოფას მოხმარდება.

პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ კარანტინი ქვეყანაში კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება.

ბოლო მონაცემებით, ინდოეთში კორონავირუსის 74 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსს 2 436 ადამიანი ემსხვერპლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა