ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში PSR ტესტირების მეთოდით მოსახლეობის შემოწმება მიმდინარეობს

სოფელ მუშევანში რისკჯგუფებში მყოფი მოსახლეობის ბიოლოგიური ნიმუშების აღება აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მოქალაქეებს PSR ტესტირებას ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები უტარებენ.

მუნიციპალიტეტის ცნობით, PSR ტესტის მეშვეობით, მოსახლეობის მასობრივი შემოწმების პროცესს დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად დაესწრო.

„სოფელში შემდგომი კვლევების აუცილებლობა სწორედ PSR ტესტების მეშვეობით აღებული ბიოლოგიური ნიმუშების პასუხების შედეგად გადაწყდება. აღსანიშანავია, რომ ამ დროისთვის მუშევანში კორონავირუსის 28 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 122 მოქალაქეს დაუდასტურდა. 46 პირი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 73, კარანტინში კი 69 მოქალაქე იმყოფება“,- ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს