წელს ხობში შვიდი საბავშვო ბაღი რეაბილიტირდება და ერთი აშენდება

ხობის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება. წელს მუნიციპალიტეტში ერთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება და შვიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში 60 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოებს ხობის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.

როგორც სამეგრელო -ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 399 399 ლარს შეადგენს. პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები ახალ სასწავლო წლამდე დასრულდება და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ გარემოში წარიმართება.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ