ეკა ბესელია - ძალისხმევას გავაგრძელებთ, რომ ორივე პუნქტი შესრულდეს, თუმცა ეს საკონსტიტუციო ცვლილება არ უნდა ჩავარდეს იმ მიზეზით, რომ მას დააკლდეს ხმა

ჩვენ ძალისხმევას გავაგრძელებთ, რომ ორივე პუნქტი შესრულდეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პირადად მგონია, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება არ უნდა ჩავარდეს იმ მიზეზით, რომ მას დააკლდეს ხმა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ოპოზიცია თანხმდება, რომ აუცილებელია გააგრძელონ ძალისხმევა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა ხელისუფლებამ შეასრულოს ვალდებულებები.

„ჯერ კენჭისყრამდე დრო არის. ალბათ, ერთი თვე მაინც დააგვიანდება. იქამდე ბუნებრივია, ბევრი რამ იქნება გადამწყვეტი, საბოლოოდ როგორ პოზიციას აირჩევს მმართველი პარტია. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მან ეს შეთანხმება დაარღვია, თუ ეს შეთანხმება ჩავარდა, პასუხისმგებლობა სრულად გადავა მმართველ პარტიაზე. მათ უნდა გაიაზრონ ეს პოზიცია. მივიღეთ საერთო განცხადება, რომელსაც მხარს ყველა ვუჭერთ. კენჭისყრის ეტაპზე ყველა იტყვის, ვინ რას დაუჭერს ან არ დაუჭერს მხარს. პოზიცია ერთიანია, რომელიც ეხება ამ შეთანხმების შესრულებას ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა ბესელიამ.

ამასთან, ბესელიამ აღნიშნა, რომ ესმის მათი, ვინც ამბობს,რომ მხარს არ დაუჭერენ ცვლილებებს, თუ არ შესრულდა მეორე პუნქტი.

„სწორია ეს პრინციპული მოთხოვნა. ამ მოთხოვნაში ჩვენ საერთო პოზიცია გვაქვს იმიტომ, რომ ამ შეთანხმებას ხელი ყველამ მოვაწერეთ. უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ როდესაც კენჭისყრაზე დადგება ეს საკითხი და თუ ხმები არ ეყოფა მმართველ პარტიას, ასეთ ვითარებაში მე არ მინდა, რომ ჩვენი ან ჩემი მიზეზით ეს სისტემა არ შეიცვალოს და ეს პატიმრები ციხეში დიდი ხნით დარჩნენ.

ვთქვით, რომ გვექნება დამატებითი კონსულტაციები. მთავარი არის, რომ ერთნაირად ვუყუროთ ამ პროცესს. ეს არის ხელისუფლების ვალდებულება, რომ ორივე პუნქტი შესრულდეს“, - განაცხადა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა