დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 300 გაჭირვებულ ოჯახს სასურსათო პაკეტი გადაეცა

დუშეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის დახმარების მიზნით, მიმდინარე სოციალური აქტივობები გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებითა და სს „მინას“ თანადგომით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 300 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს ძირითადი მოხმარების სასურსათო პაკეტი გადასცა.

„აღნიშნულ სოციალურ ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მერის წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში, რომელთაც საკვები პროდუქტები ბენეფიციარებს ბინაზე მიუტანეს. დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მადლობას უხდის ამ სოციალური აქტივობის მონაწილე ყველა პირს და განსაკუთრებით, თურქულ-ქართულ კომპანია სს „მინა“-ს - მოქალაქეთათვის გაწეული დახმარებისა და გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისათვის.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების პირობებში, კერძო სექტორის დახმარებით, დუშეთის მუნიციპალიტეტში უკვე რამდენიმე სოციალური ღონისძიება განხორციელდა მოქალაქეთა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო