ფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა

ფოთში, აღამაშენებლის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ორსულია.

თვითმხილველთა ინფორმაციით, ,,ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბორდიურზე ავარდა, ჯერ ქვეითად მოსიარულე ქალსა და მამაკაცს დაეჯახა, შემდეგ კი შენობას. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სენაკში, კლინიკა ,,სენამედში“ გადაიყვანა.

,,ადგილზე მისულ სასწრაფოს ბრიგადას დახვდა რამდენიმე დაშავებული ადამიანი, რის გამოც დამატებით, მეორე ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. შედარებით მძიმეა ქვეითად მოსიარულე მამაკაცის მდგომარეობა, მას ტრავმები მიღებული აქვს თავისა და მუცლის არეში. რაც შეეხება ქვეითად მოსიარულე ქალსა და მანქანაში მყოფ ორსულ ქალბატონს, მათ აღენიშნებათ მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები, თუმცა ორივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია . სამივე დაშავებული გადაყვანილია სენაკში კლინიკა "სენამედში"" , - განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მენეჯერმა, კესო გელენიძემ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა