აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ ეკონომიკურ ექსპერტთა ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ ეკონომიკურ ექსპერტთა ჯგუფთან სამუშაო ფორმატის შეხვედრა გამართა.

რიჟვაძემ რეგიონში პანდემიის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე და ამ ფონზე შექმნილი გამოწვევების მათი დაძლევის სტრატეგიის შესახებ ისაუბრა.

,,გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ექსპერტთა ჯგუფთან, რომელიც სავაჭრო პალატასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან და აქტიურ სამუშაოს ეწევა. ეს არის კარგი პლატფორმა განვიხილოთ მიმდინარე აქტუალური საკითხები, ასევე ის საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც რეგიონული, ასევე ეროვნული ეკონომიკისთვის.

დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი აქცენტები გაკეთდა ანტიკრიზისულ გეგმაზე, განსაკუთრებით, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის საკითხებზე, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ექსპერტების ჩართულობით ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო ეფექტურს გავხდით პოლიტიკის დაგეგმვას და მის განხორციელებას", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

დღევანდელ შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრებოდნენ. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა.

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა