რუსთავში ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების დემონტაჟი მიმდინარეობს

რუსთავში ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების დემონტაჟი მიმდინარეობს. რუსთავში სხვა ქალაქებიდან შესვლასა და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები 14 მაისიდან, დილის 06:00 საათიდან სრულად მოიხსნება.

რუსთავის შემოსასვლელებში არსებული ოთხივე ბლოკ-პოსტის დემონტაჟის სამუშაოები ამ დროისთვის უკვე დაწყებულია, პროცესს ქალაქის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან. ადგილზე იმყოფება რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა.

რუსთავი, მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 15 აპრილს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მსგავსად ჩაიკეტა .

18 მაისს კი დაგეგმილია მარნეულის მუნიციპალიტეტის გახსნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო