რელიგიის საკითხთა სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს ულოცავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

„დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს ოქროს ხანის წარმატებული მმართველის, წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს. თამარ მეფის ეპოქის საქართველო კავკასიის უძლიერესი სახელმწიფო იყო, თავად თამარი კი ჭეშმარიტად სახალხო სიყვარულით სარგებლობდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად იქცა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს დღესასწაულს, მშვიდობას, ერთობასა და სიმტკიცეს უსურვებს მათ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა