ახალციხის ცხოველების ბაზარი უახლოეს დღეებში გაიხსნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალციხის ცხოველების ბაზარი უახლოეს დღეებში გაიხსნება.

როგორც უწყებიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, ახალციხის ცხოველების ბაზარში არსებულ მდგომარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გაეცნენ.

„ბაზრის ადმინისტრაციასთან შეხვედრისას დეტალურად განიხილეს, რამდენად მომზადებული ხვდება ბაზარი ფერმერებსა და მომხმარებლებს, ყურადღება გამახვილდა პანდემიის პირობებში რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე. სავაჭრო ობიექტის ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს სისტემატიურად,“- აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს