ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმაური იყო

ხმაურით დაიწყო ქუთაისში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის ინიციატივას მოყვა. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ბიუჯეტიდან ხუთი მილიონის გამოთავისუფლებას და თანხის პანდემიით დაზარალებული მოსახლეობისთვის გადაცემას მოითხოვდა. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობაზე ზრუნვის ნაცვლად, საარჩევნო სამზადისით არის დაკავებული და ცდილობენ, თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას.

საკრებულოს უმრავლესობამ ოპოზიციის ბრალდებას ტყუილი უწოდა და განმარტა, რომ „ქართული ოცნება“ პანდემიით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება, თუმცა აცხადებენ, რომ ბიუჯეტიდან 5 მილიონის გამოთავისუფლება არ იგეგმება, ამასთან, არც მერიის ადმინისტრაციული ერთეულების თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა მოხდება.

რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციამ სხვადასხვა საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომა დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო