გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს 15 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 მაისს ყაზბეგის რაიონის სოფლებში, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, 15 მაისს 08:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: ალმასიანი, კობი, ოქროყანა, უხათი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 11:10 საათამდე აბონენტებს ზაჰესში კასკადის, კეცხოველის, პლატინის, ყაზბეგის, მეფუტკრეობის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი