ირაკლი ქადაგიშვილი და როსტომ სესიაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტში ფერმერებს შეხვდნენ და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ სესიაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტში ფერმერებს შეხვდნენ და სასოფლო - სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მთავრობის ანტი- კრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით "“ზრუნვა ფერმერსა და სოფელზე" ფერმერებს გააცნეს და მათგან საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მთავრობის ახალ ანტი-კრიზისულ გეგმას სოფლის მეურნეობის მიმართულებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კახეთში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, აღნიშნული პროგრამა თითოეული ფერმერისათვის, სტიმულისა და იმპულსის მომტანი იქნება.

„როგორც მსხვილი, ასევე საშუალო და მცირე კატეგორიის ფერმერი ამ ხელშესახები პროგრამის სიკეთის მიმღები გახდება", - აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა.

ფერმერების განცხადებით, მისასალმებელია მთავრობის მხრიდან ამ პროგრამის განხორციელება, რადგან ბევრ ახალგაზრდას გაუჩნდება მოტივაცია ფერმერული საქმიანობის წამოწყებისათვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო