თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე აღებული 19 პირის ტესტების პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე აღებული 19 პირის ტესტების პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ზე გუშინ აღებული 19 საკვლევ მასალაზე ტესტების პასუხები, დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, კარანტინში ამ დროისათვის 12 პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 24.

დღეისათვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში COVID-19-ის 55 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ერთზე ტესტმა თავდაპირველად დადებითი პასუხი აჩვენა, ხოლო შემდგომმა ტესტირებამ - უარყოფითი. ინფიცირებულებიდან 8 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, სტაციონარში კი 46 მკურნალობს.

თეთრიწყაროში თერმოსკრინინგი ჯამში 13 951 პირს ჩაუტარდა, პი-სი-არ ტექნოლოგიით ტესტირება კი 365-ს.

25 აპრილიდან თეთრიწყაროს ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.