გიგა ფარულავამ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ, სოფელ აბასთუმანში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სოფელ აბასთუმანში, 1400 მეტრი სიგრძის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 1 673 552 ლარს შეადგენს. გზის რეაბილიტაცია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

























