აჭარაში გამოკვლეული 20 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსზე ლაბორატორიული კვლევა საეჭვო ნიშნის მქონე 20 პირს ჩაუტარდა და არც ერთ მათგანს ინფექცია არ დაუდასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა "მედალფაში" ოთხი ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, აქედან სამის გამოჯანმრთელებას უახლოეს პერიოდში ელოდებიან. ერთს კი ინფექცია არ უდასტურდება, თუმცა ინსულტი განუვითარდა და მედიკოსების მეთვალყურეობას საჭიროებს.

აჭარაში, საკარანტინე სივრცეში 1400-ზე მეტი პირი იმყოფება. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 60-ს შეადგენს.

ცნობისთვის, აჭარაში თითქმის ორი კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“