რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები განახლდა

ქალაქ ცაგერში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ მოინახულეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, ამ დროისათვის ცაგერში ქუჩების ასფალტირება მიმდინარეობს, რომლის ღირებულებაც 588 530 ლარს შეადგენს და აღნიშნულ სამუშაოებს შპს“კრისტალი“ ასრულებს.

„ამასთანავე ქუჩების ასფალტირების პროცესი ქვედა ცაგერშიც მიმდინარეობს, სამუშაოებს შპს „ხვამლიXXI“ ასრულებს და პროექტის ღირებულება 788 615 ლარს შეადგენს. ხელისუფლების წარმომადგენლები ქ.ცაგერში აღმაშენებლის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოებსაც გაეცნენ, პროექტის ღირებულება 89 799 ლარია, სკვერის მოწყობის სამუშაოებს კი შპს "ტუკა“ ასრულებს. აღნიშნული პროექტები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, პროექტების განხორციელებისას დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და სამუშაოები მაღალი ხარისხის დაცვით მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოების შედეგად სრულად დასრულდება ქალაქ ცაგერის მოასფალტება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა