საია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მოუწოდებს, საზოგადოებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის შესახებ წინასწარ აცნობოს

საია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მოუწოდებს, საზოგადოებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის შესახებ წინასწარ აცნობოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან" აცნობეს.

საია-ს შეფასებით, ეს საზოგადოებას მისცემს შესაძლებლობას, წარდგენილი პირის მიმართ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, ხოლო ღია პროცესი სასამართლოს მიმართ ნდობას გაზრდის.

„2020 წლის 15 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეს უფლებამოსილების ვადა ეწურება, რომელიც თანამდებობაზე უზენაესი სასამართლოს კვოტით დაინიშნა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზენაესი სასამართლო ვალდებულია, 15 მაისიდან 5 ივნისამდე პერიოდში ვაკანსია შეავსოს. ამის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პლენუმი, ხოლო კანდიდატს ასახელებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, პლენუმმა ერთი თვის წინ, საგანგებო მდგომარეობის პირობებში თანამდებობაზე უკვე დანიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი წევრი, ხვიჩა კიკილაშვილი. პროცესი დახურულ კარს მიღმა წარიმართა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ მხოლოდ დანიშვნის შემდეგ გახდა ცნობილი და საზოგადოებას არ მიეცა შესაძლებლობა, ჯეროვანი დისკუსია გაემართა ამ საკითხთან დაკავშირებით.

ამ ნეგატიურ გამოცდილების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, უშუალოდ კანდიდატის საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნის კენჭისყრამდე გონივრული ვადით ადრე გაასაჯაროოს ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ. ეს საზოგადოებას მისცემს შესაძლებლობას, წარდგენილი პირის მიმართ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, საჯარო მსჯელობა და ღია პროცესი კი, სასამართლოს მიმართ ნდობას გაზრდის“,- ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს