ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 ახალი  შემთხვევა გამოვლინდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულების პირველწყარო დადგენილია და კონტაქტებიც მოძიებულია.

„გუშინ 131 ნიმუში იყო აღებული, ამ დროისთვის 81 ადამიანის პასუხი არის ცნობილი, დანარჩენის მოგვიანებით გვექნება. 15 შემთხვევა დაფიქსირდა. 8 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში და 7 სოფელ მუშევანში. მათი პირველწყარო და კონტაქტები დადგენილია. ინფიცირებულები სოფელ გეტადან გაყვანილები არიან“,-განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა