პროკურატურამ ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე სამი სამეწარმეო სუბიექტის ხელმძღვანელ პირებს ბრალდება წარუდგინა

გენერალურმა პროკურატურამ ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე სამი სამეწარმეო სუბიექტის ხელმძღვანელ პირებს ა.გ-ს, გ.ხ-ს, კ.ჭ-ს, და ჯ.თ-ს პირებს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ხსენებული პირები შეუთანხმდნენ რამდენიმე მილიონიანი ყალბი საგადასახადო აქტივის მქონე მეწარმე სუბიექტს და ჯგუფურად დამზადებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, მათ მიერ საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტები განბაჟებულ იქნა ყალბი საგადასახადო აქტივით, რითაც სახელმწიფოს მიადგა 3 558 799 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.

"წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის ნაწილში ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით, ხოლო 210-ე მუხლის ნაწილში ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

საქართველოს პროკურატურა დღეს მიმართავს სასამართლოს ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, ხსენებულ დანაშაულებრივ ჯგუფში შესაძლო მონაწილე სხვა პირთა დასადგენად”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:პროკურატურამ ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე სამეწარმეო სუბიექტის ხელმძღვანელ პირებს ბრალდება წარუდგინა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა