თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 33 პირის კვლევიდან 31-ის პასუხი უარყოფითია, 2-ის პასუხს კი დღის ბოლომდე ელოდებიან

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. 33 საკვლევი მასალიდან, 31 ტესტის პასუხი უარყოფითია, 2-ის პასუხს კი დღის ბოლომდე ელოდებიან.
დღეისათვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში COVID-19-ის 55 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ერთი ტესტის პასუხი კორონავირუსზე თავდაპირველად დადებითი იყო, განმეორებითი ტესტის პასუხი კი უარყოფითი. თეთრიწყაროში კარანტინში 12 პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 24 პირი, გამოჯანმრთელებულ პირთა როდენობა კი 2-ით გაიზარდა და 10 გახდა. სტაციონარში მკურნალობის კურსს 44 პაციენტი გადის. მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი 14 971 პირს ჩაუტარდა, PSR ტექნოლოგიით კი 379-ია გამოკვლეული.

























