ფოთის ,,ცხელების კლინიკაში“ კორონავირუსზე 1 წლის ბავშვის ანალიზის პასუხს ელოდებიან

ფოთის ,,ცხელების კლინიკის” ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, კლინიკაში 1 წლის ბავშვის ანალიზის პასუხს ელოდებიან. მას ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.
„ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ესენი არიან: 41 წლის მამაკაცი ფოთიდან და სამი წლის გოგონა ოზურგეთიდან. ორივე მათგანის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ,,პისიარ" კვლევისათვის. ორივე პაციენტი უკვე გავწერეთ „ცხელების კლინიკიდან“. ახლა ჩვენთან, ბოქსირებულ პალატაში მოთავსებულია 1 წლის ბავშვი, მისი ნიმუშები უკვე გაგზავნილია ლაბორატორიაში", – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.
ამასთან, თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, ,,კოვიდ 19“-ზე კვლევა “ცხელების კლინიკის“ 34 მედპერსონალს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია. მისივე თქმით, აღნიშნული კვლევა გეგმურია.
,,ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ,,პისიარ” ტექნოლოგიით კვლევისათვის სულ 34 ნიმუში გაიგზავნა. აღნიშნული კვლევა პრევენციული მიზნით კეთდება. იგი უკვე მეორედ განხორციელდა და გეგმის მიხედვით 14 დღეში ერთხელ ტარდება,“-განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

























