ირაკლი ქადაგიშვილი და დავით სონღულაშვილი გურჯაანში ინოვაციების რეგიონული ცენტრის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ

კახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება განახლდა და სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით სონღულაშვილი ქალაქ გურჯაანში ინოვაციების რეგიონული ცენტრის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

„ჩვენი ქვეყნისთვის განათლება და ახალგაზრდობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კახეთის რეგიონში ორი ტექნოპარკი ახმეტასა და თელავში უკვე გაიხსნა. რეგიონული ინოვაციების ცენტრი, რომელიც გურჯაანში შენდება, რეგიონისთვის მესამე იქნება, რაც ახალგაზრდებისთვის, მათი ინტერესების შესაბამისად, ახალი მიზიდულობის ცენტრი გახდება”,- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ინოვაციების რეგიონული ცენტრის მშენებლობის პროცესი ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, თავიანთი იდეებისა და ცოდნის რეალიზაცია განახორციელონ.

„ძალიან მნიშვნელოვანია გურჯაანისთვის ინოვაციების ცენტრის მშენებლობა. ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, ეზიარონ ყველა იმ თანამედროვე ტექნოლოგიას, რომელზე წვდომაც დღეს, სამწუხაროდ შეზღუდულია. ეს იქნება შესაძლებლობა, მოახდინონ თავიანთი იდეებისა და ცოდნის რეალიზაცია“,- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და პროექტის ჯამური ღირებულება 2 მლნ. 400 ათას ლარს შეადგენს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ირაკლი ქადაგიშვილი და დავით სონღულაშვილი გურჯაანში ინოვაციების რეგიონული ცენტრის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ

კახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება განახლდა და სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით სონღულაშვილი ქალაქ გურჯაანში ინოვაციების რეგიონული ცენტრის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

„ჩვენი ქვეყნისთვის განათლება და ახალგაზრდობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კახეთის რეგიონში ორი ტექნოპარკი ახმეტასა და თელავში უკვე გაიხსნა. რეგიონული ინოვაციების ცენტრი, რომელიც გურჯაანში შენდება, რეგიონისთვის მესამე იქნება, რაც ახალგაზრდებისთვის, მათი ინტერესების შესაბამისად, ახალი მიზიდულობის ცენტრი გახდება”,- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ინოვაციების რეგიონული ცენტრის მშენებლობის პროცესი ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, თავიანთი იდეებისა და ცოდნის რეალიზაცია განახორციელონ.

„ძალიან მნიშვნელოვანია გურჯაანისთვის ინოვაციების ცენტრის მშენებლობა. ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, ეზიარონ ყველა იმ თანამედროვე ტექნოლოგიას, რომელზე წვდომაც დღეს, სამწუხაროდ შეზღუდულია. ეს იქნება შესაძლებლობა, მოახდინონ თავიანთი იდეებისა და ცოდნის რეალიზაცია“,- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და პროექტის ჯამური ღირებულება 2 მლნ. 400 ათას ლარს შეადგენს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია