მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 1 000 ბენეფიციარს სასურსათო პაკეტი გადაეცა

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მორიგი სოციალური აქცია განხორციელდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ამჯერად სასურსათო პროდუქტითა და პირველადი მოხმარების ნივთებით დაკომპლექტებული პაკეტი მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა 1 000-მა ბენეფიციარმა მიიღო.

მათი ინფორმაციით, ღონისძიება მცხეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი მინის მწარმოებელი კომპანიის მხარდაჭერით განხორციელდა.

„პაკეტების გადაცემის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ. ადგილზე არსებულ ვითარებას თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, ქსნის მინის ტარის ქარხნის გენერალური დირექტორი თაილან საბანერი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მოქალაქეთა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით, ძირითადი მოხმარების პროდუქტით დაკომპლექტებული 11 000-მდე პაკეტი გაიცა. მარტისა და აპრილის თვის სასურსათო მარაგი გადაეცა საბავშვო ბაღების 3700 აღსაზრდელს. რეგიონში მცხოვრებმა მოსახლეობამ, ფინანსური დახმარების სახით, ჯამურად, 800 000 ლარზე მეტი მიიღო“,- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა