ქუთაისის მერია - ქუთაისში მცხოვრებ უსინათლო და სმენადქვეითებულ მოქალაქეებს, COVID 19-თან დაკავშირებული ადაპტირებული აუდიო და ვიდეო მასალები დაურიგდათ

ქუთაისში მცხოვრებ უსინათლო და სმენადქვეითებულ მოქალაქეებს, ქუთაისის „ახალგაზრდული ცენტრის“ მიერ მომზადებული, COVID 19 თან დაკავშირებული ადაპტირებული აუდიო და ვიდეო მასალები დაურიგდათ,-ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, „ახალგაზრდულმა ცენტრმა“, „ქალთა ფონდის“ მხარდაჭერით განახორციელა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს უსინათლოებისთვის აუდიომასალების, ხოლო სმენადქვეითებულთათვის - სურდოთარგმანიანი ვიდეო ფაილების მიწოდებას, რომლებშიც ჩაწერილია კორონავირუსის საპრევენციო რეკომენდაციები და ფსიქოლოგის რჩევები.

„ახალგაზრული ცენტრისა" და ქუთაისის მერიის მიერ, ქუთაისში მცხოვრებ უსინათლოებს უკვე დაურიგათ აღნიშნული მასალები. ვიდეო ფაილები მიიღეს სმენადაქვეითებულებმაც. სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანები, ამ პროექტის ფარგლებში, მთელს იმერეთში მიიღებენ COVID 19 თან დაკავშირებულ ადაპტირებულ აუდიო და ვიდეო ფაილებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა