მთაწმინდის რაიონში გრუნტის დამჭერი ოთხი კედლის მშენებლობა დასრულდა

მთაწმინდის რაიონში გრუნტის დამჭერი ოთხი კედლის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოები განხორციელდა: ოქროყანაში, ი. ჭავჭავაძის ქუჩა N16-ში; გ. რჩეულიშვილის ქ. N37-ში; ი. გოგებაშვილის ქ. N16-ში და რ. ჯაფარიძის ქუჩა N 8-ში.

„ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მთაწმინდის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.

ამჯერად, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, რაიონში გრუნტის დამჭერი ოთხი კედლის მშენებლობა დასრულდა. სამუშაოები განხორციელდა: ოქროყანაში, ი. ჭავჭავაძის ქუჩა N16-ში; გ. რჩეულიშვილის ქ. N37-ში; ი. გოგებაშვილის ქ. N16-ში; რ. ჯაფარიძის ქუჩა N 8-ში; საყრდენი კედლების მოწყობით სავალი გზის გასწვრივ გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოიხსნა, რომელსაც შესაძლოა, მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი სახლებიც დაეზიანებინა. სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 190 294 ლარი გამოიყო. წლის განმავლობაში, მთაწმინდის რაიონის გამგეობა მსგავს პროექტებს კიდევ განახორციელებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა