სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებისთვის ონლაინ ტრენინგი გაიმართა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებს სიცოცხლის უფლების დაცვასა და ეფექტიან გამოძიებაზე დისტანციური ტრენინგი ჩაუტარდათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს. ორდღიანი ტრენინგი სახელმწიფო ინსპექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი გამეზარდაშვილმა გახსნა. იგი ტრენინგის მონაწილე გამომძიებლებს, ამ დღეების განმავლობაში მიღებული ცოდნის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი სახის სწავლებები მათ საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.

“ტრენინგი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა, როგორებიც არის: ევროპული სტანდარტების მიმოხილვა, პოზიტიური ვალდებულების არსი და ფარგლები, სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე სახელმწიფოს პროცედურული ვალდებულება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პატიმართა გარდაცვალების ეფექტიანი გამოძიების თავისებურებები და სხვა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტრენინგი თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს მოიცავდა. ტრენინგი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყველა გამომძიებელმა გაიარა, რომელსაც ადამიანის უფლებათა ექსპერტი კონსტანტინე კორკელია უძღვებოდა.

სწავლება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებითა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით განხორციელდა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს