ბოლნისის მუნიციპალიტეტი სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირებული 9 პირის თბილისში გადმოყვანის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ბოლნისის მუნიციპალიტეტი სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირებული 9 პირის თბილისში გადმოყვანის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ცნობით, ინციცირებული პაციენტების თბილისში გადაყვანის პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები აკვირდებიან.

ცნობისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 139 პირს დაუდგინდა. ბოლო 24 საათში აღებული 131 ბიოლოგიური ნიმუშიდან ვირუსი 17 პირს დაუდგინდა. აქედან 9 მუშევანის კლასტერს, 8 კი სოფელ გეტას უკავშირდება. მუნიციპალიტეტში COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 49-ს შეადგენს, 3 პირი კი გარდაცვლილია. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 78, ხოლო კარანტინში 69 მოქალაქე იმყოფება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა