თელავის მერმა 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაცია ონლაინ რეჟიმში გამართა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მასშტაბური ღონისძიებების დროებით გაუქმების გამო, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში ონლაინ რეჟიმში გამართა, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თელავის მერიიდან აცნობეს.

როგორც მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, შოთა ნარეკიშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებს და საკითხით დაინტერესებულ მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გასულ წელს განხორციელებული საქმიანობის, მათ შორის ინფრასტრუქტურის, სოციალური და კულტურული მიმართულებების შესახებ.

„გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა მარტში იყო დაგეგმილი, თუმცა, არსებული ვითარების გათვალისწინებით, საჯარო შეხვედრა გადაიდო და დღეს ონლაინ ფორმატში გაიმართა. მოქალაქეებს მივაწოდე ინფორმაცია გასულ წელს გაწეული საქმიანობის, მათ შორის, პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ, როგორიც არის ჯანდაცვა, სოციალური და ინფრასტრუქტურის, კულტურის მიმართულებები. საუბარი შეეხო მიმდინარე წელს განსახორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსაც. ვფიქრობ, მსგავსი ფორმატის, ღია საუბრები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მერიის ეფექტური მუშაობის,ასევე საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით“, - განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის ონლაინ ანგარიში EEMCD თელავის დემოკრატიის სკოლის მხარდაჭერით გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა