ბოლნისის მერიის ინფორმაციით, სოფელ გეტაში PCR ტესტირების მეთოდით მოსახლეობის შემოწმება მიმდინარეობს

დღეს სოფელი გეტა მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სოფელში უკვე შევიდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები, რომლებიც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, მოქალაქეებს PCR ტესტირებასა და თერმოსკრინინგს უტარებენ.

„PCR ტესტის მეშვეობით, მოსახლეობის მასობრივი შემოწმების პროცესს დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 139 შეადგინა, მათგან 17 ახალი შემთხვევაა. COVID-19-ისგან მუნიციპალიტეტში მცხოვრები 49 პირი განიკურნა, 3 კი, გარდაიცვალა.

სოფელ მუშევანსა და გეტაში მცხოვრები მოქალაქეები, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, თბილისში, მკურნალობის მიზნით, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებულებებში არიან გადაყვანილები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო