იტალიაში კორონავირუსით გასულ 24 საათში 242 ადამიანი გარდაიცვალა,789 კი დაინფიცირდა

იტალიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 242 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 20-ით ნაკლებია წინა დღის მონაცემთან შედარებით. ამასთან წინა დღის მონაცემთან შედარებით, 200-ით იკლო დაინფიცირების რიცხვმა.

ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში კორონავირუსი 789 ადამიანს გამოუვლინდა. ვირუსით სულ 223 885 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 31 610 ადამიანი გარდაიცვალა, 120 205 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამჟამად დაინფიცირებულია 72 000-ზე მეტი ადამიანი. მათგან 800 პირი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.

Worldometers-ის მონაცემებით, იტალიამ დაინფიცირებულთა რიცხვით, აშშ-ის, ესპანეთის, რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ მსოფლიოში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა