ანდრიუს კუბილიუსი უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე - სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, ვულოცავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს

სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, ვულოცავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა სოციალურ ქსელ, „ტვიტერზე“ დაწერა, რითაც პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების თაობაზე.

„მნიშვნელოვანი განვითარება საქართველოში – პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ორი ოპოზიციონერი ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ვულოცავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს“, – წერს კუბილიუსი.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა