მარინა კალიურანდი - მივესალმები უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებას, როგორც კეთილსინდისიერ ნაბიჯს დაძაბულობების გასაფანტად

მე მივესალმები უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებას, როგორც კეთილსინდისიერ ნაბიჯს დაძაბულობების გასაფანტად , - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.

ის მოუწოდებს ყველა მხარეს, 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის ერთად იმუშაონ.

„მე მივესალმები უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებას, როგორც კეთილსინდისიერ ნაბიჯს დაძაბულობების გასაფანტად. მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმუშაონ ერთად 8 მარტის შეთანხმების განხორციელებისთვის და მოუთმენლად ველი შემდგომ გადაწყვეტილებებს, როგორც კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება“, -წერს კალიურანდი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

ირაკლი ოქრუაშვილმა და გიგი უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა