ანა ფოტიგა - მივესალმები სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური პატიმრების შეწყალებას, საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ მხოლოდ პროგრესს

მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას , - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს მოქალაქეები პროგრესს იმსახურებენ.

„მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ მხოლოდ პროგრესს. ველოდები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას“ , - წერს ანა ფოტიგა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა