დონალდ ტრამპი - ვქმნით „სუპერ დუპერ“ რაკეტას, რომელიც 17-ჯერ უფრო სწრაფია იმასთან შედარებით, რაც გვაქვს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ „სუპერ დუპერ რაკეტის“ შექმნაზე მუშაობს, რომელიც 17-ჯერ უფრო სწრაფია, იმასთან შედარებით, რაც ქვეყანას დღემდე ჰქონია.

„მომავალი კოსმოსისაა როგორც თავდაცვის, ასევე თავდასხმის კუთხითა და კიდევ ბევრი სხვა რამით. იქიდან გამომდინარე, რაც მესმის და რა ინფორმაციაც ვრცელდება, ახლა უკვე კოსმოსში ლიდერი ჩვენ ვართ,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა აშშ-ის კოსმოსური ძალების ახალი დროშის წარდგენისას.

„ჩვენი რაკეტა არსებულებზე 17-ჯერ სწრაფია, რუსეთს 5-ჯერ უფრო სწრაფი აქვს და ჩინეთი 5-ჯერ თუ 6-ჯერ უფრო სწრაფის შექმნაზე მუშაობს,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგეხსენებთ, დონალდ ტრამპმა აშშ-ის კოსმოსური ძალების შექმნის განკარგულებას 2019 წლის დეკემბერში მოაწერა ხელი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა