რუსთავის ცენტრალური პარკი დამსვენებლებისთვის გაიხსნა

რუსთავის ცენტრალური პარკი დამსვენებლებს დღეიდან ისევ მიიღებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, რეკრეაციული სივრცის გახსნამდე ადგილზე არსებულ სიტუაციას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელ დავით ბეგაშვილთან და „რუსთავსერვის ცენტრის" წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

მერიის ცნობით, პარკში დასვენებისა და გასეირნების მსურველ მოქალაქეებს რეკრეაციულ სივრცეში შესვლა, “კომენდატის საათით” გათვალისწინებული შეზღუდვის გარდა, დღეიდან ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

„რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლებმა რეკრეაციული სივრცე დამსვენებლების მისაღებად რამდენიმე დღის წინ მოამზადეს, რეკომენდაციების გათვალისწინებით, სანიტარულად დაამუშავეს სკამები და ბავშვთა ატრაქციონები.

„სასიხარულოა, რომ ნელ-ნელა გვეძლევა იმის საშუალება, შეზღუდვები მოვხსნათ და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ. დღეს პარკი გავხსენით დამსვენებლებისთვის, რადგან ქალაქში ვირუსის გავრცელების მხრივ სტაბილური მდგომარეობაა. ახლა მთავარია, ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ. მინდა თხოვნით მივმართო რუსთაველებს, პარკში სეირნობისას დაიცვან სოციალური დისტანცია და ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის არის გაცემული ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ" ,- განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ქალაქის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას ყოველდღიურ რეჟიმში გააკონტროლებს „რუსთავსერვის ცენტრი". ქალაქის ცენტრალური პარკი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ვიზიტორებისთვის 25 მარტიდან იყო დაკეტილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა