ბათუმის "ცხელების ცენტრში" კორონავირუსზე 28 პირს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა და არც ერთ მათგანს ინფექცია არ დაუდასტურდა

ბათუმის "ცხელების ცენტრში" კორონავირუსის საეჭვო ნიშნით 28 პირს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა და არცერთ მათგანს ინფექცია არ დაუდასტურდა. დღესვე, აჭარაში, კლინიკა "მედალფა" კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ორმა პაციენტმა დატოვა. კლინიკის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულთა შორის არის 80 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო, იგი კორონავირუსისგან სრულად განიკურნა, თუმცა ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო, სხვა კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანეს.

ცნობისთვის, აჭარაში კორონავირუსით სამი ინფიცირებული რჩება, მათ შორის ერთი პირი თბილისიდან დღეს ჩაიყვანეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო