ფოთის „ცხელების კლინიკაში“ მოთავსებულ სამ პაციენტს, რომელთა შორის ერთი 2 წლის ბავშვია, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის „ცხელების კლინიკაში“ მოთავსებულ სამ პაციენტს, რომელთა შორის ერთი 2 წლის ბავშვია, ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში 5 ახალი პაციენტია შეყვანილი და მათი ნიმუშები ლაბორატორიაში ხვალ გაიგზავნება.

„დღეს ლაბორატორიაში გაგზავნილი იყო სამი ნიმუში და საბედნიეროდ, კორონავირუსი არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა. ჩვენთან ცხელებითა და რესპირატორული სიმპტომებით შემოიყვანეს 5 ახალი პაციენტი: 70 წლის მამაკაცი პატარა ფოთიდან, 80 წლის ქალი ფოთიდან, წლინახევრისა და 4 წლის გოგონები ფოთიდან, ასევე 7 თვის გოგონა ლანჩხუთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისათვის ხვალ გაიგზავნება“, - განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

ამასთან, ფოთში, კორონავირუსზე გეგმური კვლევა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს ჩაუტარდათ. სულ 58 ნიმუშის აღება მოხდა და ყველა პასუხი უარყოფითია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა