ზუგდიდში ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის ოჯახის წევრებს, მათ შორის ორ არასრულწლოვანს, კორონავირუსი დაუდგინდათ

ზუგდიდში ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის დედას და შვილებს კორონავირუსი დაუდგინდათ. ქალი და ორი არასრულწლოვანი ამჟამად რუხის კლინიკაში მკურნალობს.

როგორც რუხის კლინიკის კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლოზ ქარცივაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ორი მოზარდია და ერთი ასაკოვანი ქალბატონი. მიმდინარეობს კვლევები. მოზარდებს მკურნალობა არ სჭირდებათ. გარკვეული მკურნალობა აქვს დანიშნული ასაკოვან ქალბატონს. ამჟამად სტაბილურია, რაიმე პრობლემური არაფერი. აქვს გარკვეული ცვლილებები, ცოტა სიცხე ფიგურიებდა, ლაბორატორიული მაჩვენებლები არის ნორმიდან გადახრილი, მაგრამ ჯერჯერობით კლინიკურად კომპენსირებულია და დანარჩენს გვიჩვენებს დრო“, - განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა